სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” ფავორიტად შერაცხულ “მარკეტს” 81:79 სძლია და ბიგ ისთის ჩემპიონშიპის ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. მსაჯებმა კალათბურთელებს 57 პერსონალური ფოლი და 9 ტექნიკური ჯარიმა ჩამოურიგეს და მეტოქეებმა 85 (!) საჯარიმო შეასრულეს.
ერთ-ერთი, ვინც ტექნიკური ფოლი მიიღო და თამაშის ნაადრევად დასრულება მოუხდა, ქართველი კალათბურთელი გახლდათ.
საბოლოოდ, მან მოედანზე 26 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა, ბურთი არ დაუკარგავს, პასივში კი 2 ჯარიმა ჰქონდა.
მამუკელაშვილმა 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 17 მარტს ჩატარდება, “სეთონ ჰოლის” მეტოქე კონფერენციის ლიდერად მიჩნეული “ვილანოვა” იქნება. თამაშს ნიუ იორკის სახელოვანი “მედისონ სქვერ გარდენი” უმასპინძლებს.