კალათბურთი

10:49 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა, "დეტროიტის" - გამარჯვება

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელმაც საკუთარ დარბაზში ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ 111:97 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი პარკეტზე მხოლოდ 9:16 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი, ხოლო 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

გამარჯვებულთა შორის ანდრე დრემონდი გამოირჩა 19 ქულითა და 23 მოხსნით, ხოლო რეჯი ჯექსნმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. 23 ქულა იყო ლენგსტონ გელოვეის ანგარიშზე, ხოლო ბლეიქ გრიფინმა „პისტონსს“ 15 ქულა და 9 პასი შეაშველა. „ლეიკერსის“ რიგებში არ უთამაშია ლებრონ ჯეიმსს, ხოლო მის გარეშე „ანგელოზებს“ ჯავალ მაკგიმ ულიდერა 20 ქულითა და 13 მოხსნით.

„დეტროიტს“ 35 მოგების საპირწონედ 33 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. „პისტონსი“ მომდევნო შეხვედრას 18 მარტს, შინ „ტორონტო რეპტორსთან“ ჩაატარებს.

0.122752