კალათბურთი

15:15 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთში მარცხი განიცადა

ლუქსემბურგიდან უნგრეთში გადასულმა საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი დაბა მარცალიში უნგრეთის 18-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 78:97 დამარცხდა.

მატჩი მოსამზადებელი ხასიათის იყო და მწვრთნელმაც ნაკრების ყველა კანდიდატი ათამაშა. ქართველები 3 პერიოდი ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ მასპინძლებს. მესამე პერიოდი ბერუაშვილის გუნდმა 25:22 მოიგო, ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ყველაზე უშედეგო ქართველებისთვის სწორედ ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა. 8:18 დამარცხების შემდეგ, საქართველოს 18-წლამდელებმა შეხვედრა 19 ქულით დათმეს.

ჩვენს ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია. როგორც ვთქვით, მწვრთნელმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას მისცა და ქულებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა.

საქართველოს ნაკრები უნგრეთს მეორედაც გაეჯიბრება, რის შემდეგაც, 26 ივნისს, თბილისში დაბრუნდება.

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. მარცალი. უნგრეთი. 24 ივნისი

უნგრეთი (U-18) – საქართველო (U-18) 97:78 (30:21, 27:24, 22:25, 18:8)

www.gbf.ge

0.117054