კალათბურთი

1:38 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრებმა ისლანდიასთან შეხვედრა 6 ქულით დათმო

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მორიგი, ამჯერად ბრძოლაში წაგებული მატჩი. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი ნაკრები ისლანდიას შეხვდა და 6 ქულის სხვაობით – 80:86 დამარცხდა.

მესამე მეოთხედის შემდეგ, ქართველები 20 ქულას აგებდნენ. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო ისლანდიელთა სასარგებლოდ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მოინდომა და სწრაფი თამაშისა და რაც მთავარია, შედეგიანობის ხარჯზე ჩამორჩენის შემცირება იწყო. ქართველებს დრო არ ეყოთ, რათა გამარჯვება მოეპოვებინათ. საბოლოოდ, საფინალო სირენამ 86:80 ანგარიშზე მოუსწრო, რამაც ისლანდიელთა გამარჯვება დააფიქსირა.

ქართველებმა პირველ მეოთხედში მეტოქეს არაფერი დაუთმეს და საწყისი პერიოდი ფრედ – 24:24 დასრულდა. მეორე და მესამე ათწუთეულებში ისლანდიელთა უპირატესობა აშკარა იყო. ჩრდილოელებმა აღნინული პერიოდები 24:13 და 26:17 მოიგეს, რამაც როგორც უკვე ვთქვით, ისლანდიელებს 20-ქულიანი უპირატესობა დაუბევა.

საქართველოს ნაკრებში და მთლიანად მატჩში საუკეთესი ვილი ისიანი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი – 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა და 4 პასი დააგროვა ლუკა ზაქრაძემ, ხოლო მესამე ქართველი კალათბურთელი, რომელმაც 10-ქულიან ზღვარს უწია, გიორგი ცირეკიძე იყო 16 წუთში მოგროვებული 10 ქულით.

საქართველოს ნაკრებს 4 მატჩიდან 4 მარცხი აქვს და ხვალ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ფავორიტ გერმანიასთან გამართავს.

 

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 27 ივლისი

საქართველო – ისლანდია 80:86 (24:24, 13:24, 17:26, 26:12)

საქართველო: ზაქრაძე (20ქ, 4პ), ლომიძე, გუგეშაშვილი, ისიანი (22ქ, 10მ), ტურძელაძე (6ქ); მაჭავარიანი, კუტალაძე, მასხულია (5ქ, 7მ, 4პ), გოგობერიშვილი (9ქ), რევაზაშვილი (8ქ, 6მ), გაგუა, ცირეკიძე (10ქ).

 

სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-12-4.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html

 

24 ივლისი

საქართველო – ავსტრია 54:57

25 ივლისი

ესტონეთი – საქართველო 89:59

26 ივლისი

ისრაელი – საქართველო 94:73

27 ივლისი

საქართველო – ისლანდია 80:86

28 ივლისი

გერმანია – საქართველო 22:30

მითითებულია თბილისის დრო

www.gbf.ge

0.122851