კალათბურთი

0:09 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიელთა ცენტრს ვერაფერი მოუხერხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი ავსტრიასთან დათმო. მიხეილ ბერუაშვილის გუნდის აქილევსის ქუსლი სიმაღლეა და ავსტრიელებთან სწორედ ამის გამო დაიჩაგრნენ. ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს მეტოქის 213-სანტიმეტრიან ცენტრ იაკობ პოლტს, რომელმაც 25 ქულითა და 16 მოხსნით საქართველოს ნაკრების დამარცხებაში ლომის წილი დაიდო.

რაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან ყველაზე ნაკლები ქულით წააგო. ბერუაშვილის გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ 1 ქულით ჩამორჩებოდა (27:28), თუმცა მე-3 პერიოდი ჩააგდო და წასაგებად გაიწირა. აღნიშნული მეოთხედი ქართველებმა 5:16 წააგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 12 ქულით ჩამორჩნენ.

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები ბევრს ეცადა, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხა, ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ ქართველებმა 55:64 წააგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაიწურეს. 21 ივლისს ქართველი კალათბურთელები გერმანიას ეთამაშებიან, 22-ში კი – ნორვეგიას.

www.gbf.ge

0.131482