კალათბურთი

10:15 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგთან ორივე მატჩში დამარცხდა

ლუქსემბურგში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგელებთან 2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ორივეში მარცხი განიცადა.

საწყის შეხვედრაში მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა 58:75 წააგო. საწყისი მეოთხედი ლუქსემბურგმა 21:16 მოიგო, რის შემდეგაც ვითარება არ შეცვლილა. მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა და დიდი შესვენებისთვის საქართველოს ნაკრები 12 ქულით აგებდა. მეორე ტაიმში ქართველებმა ბევრი ვერაფერი შეცვალეს და საბოლოოდ 17 ქულით დამარცხდნენ.

მე-2 მატჩში ქართველმა 18-წლამდელებმმა უკეთ ითამაშეს, მაგრამ მარცხს მაინც ვერ ასცდნენ – 66:76.

ქართველი კალათბურთელები ლუქსემბურგიდან უნგრეთში გადაინაცვლებენ, სადაც მასპინძლებთან ასევე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

www.gbf.ge

0.132031