საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის რიგით მესამე მატჩში ისრაელი შეხვდა, თუმცა არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა ვერც ებრაელების დამარცხება მოახერხა. ქართველებმა მორიგ მეტოქესთან 73:94 წააგეს.
მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, მანამდე კი ქართველები ასე თუ ისე წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ. საწყისი მეოთხედის 18:26 წაგების შემდეგ ჩვენებმა მეორე ათწუთეული 20:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
მესამე პერიოდში ისრაელის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. 19 ქულით მოგებული 10-წუთეულის შემდეგ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწდა. ისრაელმა ავსტრიის შემდეგ საქართველოც დაამარცხა, ჟღენტის გუნდი კი ჯგუფში ერთადერთია, გამარჯვება რომ არ უზეიმია.
ისრაელთან საუკეთესო შედეგი ლუკა ზაქრაძემ აჩვენა – 18 ქულა. ტურნირზე პირველი ქართული ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. გიგი გოგობერიშვილმა 9 ქულას 4 პასიც მოაყოლა, ხოლო დავით ლომიძემ შეხვედრა 8 ქულით დაასრულა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლოსწინა მატჩს ისლანდიასთან გამართავს, რომელსაც 3-დან 2 გამარჯვება აქვს და პლეი ოფში გასვლის კანდიდატია.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი.
ისრაელი – საქართველო 94:73 (26:18, 19:20, 30:11, 19:24)
საქართველო: ზაქრაძე (18), ლომიძე (8), გუგეშაშვილი (4ქ, 4პ), ისიანი (12ქ, 10მ), ტურძელაძე (6ქ, 5მ); მაჭავარიანი (3), კუტალაძე (3), მასხულია (2), გოგობერიშვილი (9ქ, 4პ), რევაზაშვილი (6ქ, 5მ), გაგუა (2), ცირეკიძე.
სრული სტატისტიკა:
http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-8-3.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10086.teamID_.html
D ჯგუფი
1. გერმანია 3 3/0 215/154 6
2. ისლანდია 3 2/1 210/167 5
3. ისრაელი 3 2/1 208/201 5
4. ესტონეთი 3 1/2 185/205 4
5. ავსტრია 3 1/2 166/203 4
6. საქართველო 3 0/3 186/240 3
24 ივლისი
საქართველო – ავსტრია 54:57
25 ივლისი
ესტონეთი – საქართველო 89:59
26 ივლისი
ისრაელი – საქართველო 94:73
27 ივლისი
საქართველო – ისლანდია 17:00
28 ივლისი
გერმანია – საქართველო 22:30
www.gbf.ge