კალათბურთი

20:12 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

18 წლამდელთა გუნდს ბუბა ბერიშვილი უხელმძღვანელებს

საკალათბურთო კლუბ “არმიას” 18 წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი, ბუბა (ანატოლი) ბერიშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სუპერლიგის მონაწილე, ქვეყნის ექსჩემპიონ, დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელ “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბერიშვილი, პარალელურად “არმიას” დიდების გუნდში ტუღუშის ასისტენტად მუშაობს. 16 წლამდელთა გუნდს ტუღუშის კიდევ ერთი ასისტენტი, ვაჟა მხეიძე უხელმძღვანელებს. “არმიას” 16 და 18 წლამდელთა გუნდების წევრთა შერჩევა სამდღიან საკალათბურთო კემპზეა დაგეგმილი, რომელიც 19-21 ივლისს ჩატარდება.

0.145944