ჭადრაკი

13:06 | 3.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა ჩემპიონატმა სტარტი აიღო

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ასპარეზობა დაიწყეს 18-წლამდე ასაკის მოჭადრაკეებმა. საქართველოს ჩემპიონატში 21 გოგონა მონაწილეობს, ხოლო ჭაბუკებში პირველობისთვის 33 მოჭადრაკე იბრძოლებს.

ტურნირი ფიდე-ს შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, დროის კონტროლი კი ასეთია: ყოველ პარტიაზე მონაწილეებს ეძლევათ 90 წუთი 40 სვლაზე, ხოლო შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ჩემპიონატი 9 ტურად მიმდინარეობს და 10 თებერვალს დასრულდება, პირველ-მეორე ადგილოსნები კი პრიზებთან ერთად, შესაბამისად, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს მიიღებენ. ამასთან, ათეულში გასულ მოჭადრაკეებს უფლება მიეცემათ მსოფლიოს თუ ევროპის პირველობებზე მონაწილეობა საკუთარი ხარჯებით მიიღონ.
 
0.12936