კალათბურთი

21:16 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა მარცხით დაიწყეს

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები, რომელიც მაკედონიის ქალაქ სტრუმიცაში იმყოფება, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩაება და პირველი მარცხიც განიცადა. მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები ესტონეთს დაუპირისპირდნენ 57:73 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა 22-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და 19 საჯარიმოდან მხოლოდ 5 (!) ჩააგდო. ცხადია, მარცხისთვის ეს 2 მაჩვენებელიც საკმარისი გახლდათ. ქართველთაგან ათქულიან ზღვარს მხოლოდ ერეკლე ლორთქიფანიძე გადასცდა, რომლის მონაგარიც 13 ქულა და 5 მოხსნა იყო.

დღესვე B ჯგუფში გერმანიამ ნორვეგიას 68:57 სძლია, ხოლო ჰოლანდიამ ავსტრია 65:45 დაამარცხა. 19 ივლისს ქართველი 18-წლამდელები ჰოლანდიას ეთამაშებიან.

ცნობისთვის, A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, ჯგუფის ორ მოწინავე გუნდში მოხვედრაა საჭირო.

0.115061