კალათბურთი

12:37 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა ფინეთში მეორე სპარინგ-მატჩიც დათმეს

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთში სპარინგ-მატჩები დაასრულა. მეორე ამხანაგურ შეხვედრაში არჩილ ჟღენტის გუნდმა ისევ წააგო. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან პირველ მატჩში ფინელებმა ქართველები 59 ქულით დაამარცხეს და მეორე შეხვედრაშიც უპირობო ფავორიტებად ითვლებოდნენ.

ფინეთის 18-წლამდელთა ნაკრებმა ამჯერად 36 ქულით – 89:53 იმარჯვა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 24:10 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 27 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ ფინელებმა დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს.

ქართველები უკვე ბულგარეთში გაემგზავრნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები24 ივლისს დაიწყება. მანამდე კი, 21 ივლისს, საქართველოს ნაკრები ბულგარელ თანატოლებს სპარინგ-მატჩში გაეჯიბრება.

ამხანაგური მატჩი. ჰელსინკი. 19 ივლისი

ფინეთი – საქართველო 89:53 (24:10, 22:9, 22:19, 21:15)

www.gbf.ge

0.474309