კალათბურთი

14:38 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ტურნე 47-ქულიანი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა. არჩილ ჟღენტის გუნდმა ლატვიის ნაკრებთან დიდსხვაობიანი მარცხის შემდეგ რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენმა 18-წლამდელება 3 დღის წინ ლატვიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე რიგის უნივერსიტეტის გუნდს მოუგეს, ამჯერად კი, ამავე ლიგის წევრი “ლეცავა“ 47 ქულის სხვაობით – 109:62 დაამარცხეს.

ქართველებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდათ, რომელიც 1 ქულით – 20:19 მოიგეს. მეორე პერიოდიდან ქართველებმა მატჩზის მსვლელობაზე სრული კონტროლი დააწესეს და დიდი შესვენებისთვის უკვე 14 ქულას იგებდნენ.

მესამედ-მეოთხე მეოთხედები ქართველებმა კიდევ უფრო კარგად ჩაატარეს საბოლოოდ, მეტოქე 47 ქულით გაანადგურეს. საქართველოს ნაკრებმა გუნდურად და ერთ მუშტად ითამაშა, რაც მომავალ მატჩებში წრმატების იმედს იძევა. დღეს ქართველები ლატვიას დატოვებენ და გეზს ფინეთისკენ აიღებენ, სადაც ამ ქვეყნის 18-წლამდელთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ლატვია. რიგა. 16 ივლისი

ლეცავა (რიგა) – საქართველო 62:109 (19:20, 17:30, 17:30, 9:29)

www.gbf.ge

0.136577