კალათბურთი

13:43 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები თბილისში უკრაინასთან 2 სპარინგ-მატჩს გამართავს

ევროპის ჩემპიონატის “ბ“ დივიზიონისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები თბილისში 2 საერთაშორისო მატჩს გამართავს. საქართველოს სპარინგ-მატჩების გაამართად უკრინის 18–წლამდელთა ნაკრები ეწვევა.

თამაშები დიღომში, “დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 5 ივლისს, 18:00 საათზე გამართავს, ხოლო მეორე მატჩი 6 ივლისს, ასევე 18:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონტის “ბ“ დივიზიონში ჯგუფში ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, ისრაელთან და გერმანიასთან მოხვდა.

ტურნირი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ომის გამო “ბ“ დივიზიონის მატჩები 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

www.gbf.ge

0.114243