ფეხბურთი

22:12 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

18 მაისს: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები "ბაიერნის" თანატოლთა წინააღმდეგ

 

18 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მიუნხენში ამხანაგურ მატჩს გამართავს "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდთან, რომელსაც "ბაზელის" ყოფილი მწვრთნელი ჰაიკო ფოგელი თავკაცობს. ეს გუნდი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდა და ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა: ცსკა-მ და "მანჩესტერ სიტიმ" გაასწრეს.

ინფორმაცია ამ მატჩის ჩატარების შესახებ, "მსოფლიო სპორტს" 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ მიაწოდა.

სხვათა შორის, “ბაიერნის" ამ ასაკის გუნდში ფრანკ რიბერის უმცროსი ძმა სტეფან რიბერი თამაშობს.

ქართველები მიუნხენელთა 19-წლამდელებს "ბაიერნის" ბაზაზე შეხვდებიან. როგორც ცნობილია, ვასილ მაისურაძის ნაკრებს 25-30 მაისს, შვეიცარიაში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩები ელის, სადაც მეტოქეები შვეიცარია, ისრაელი და კვიპროსი იქნებიან.

როგორც მაისურაძემ განგვიცხადა, ნაკრები გერმანიაში მოსამზადებლად 14 მაისს გაემგზავრება.

0.158199