ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრას აფასებს. ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვენტუსი“ ფავორიტია, თუმცა „რეალიც“ ფავორიტად მიიჩნეოდა.
„იუვენტუსი“ ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, რომელიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ვნახე „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება და ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. „იუვე“ ფავორიტია, მაგრამ „რეალიც“ ფავორიტად ითვლებოდა. ჩვენ შანსი ნამდვილად გვაქვს.
როდესაც 10-12 წლის ვიყავი, რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე იყო. შესანიშნავი იქნება მასთან მოედანზე შეხვედრა“, - განაცხადა დე იონგმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამსტერდამში 10 აპრილს, ხოლო საპასუხო ტურინში, 16 აპრილს გაიმართება.