ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ავრცელებს.
„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (3:0) შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს მეოთხედფინალში გაუძღვა.
რონალდუმ კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ლიონელ მესის, სადიო მანესა და ლეროი სანეს კონკურენციაში გაიმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.