ძიუდო

14:33 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 ბრინჯაოს შანსი ეკატერინბურგის გრანდ სლემზე

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დაწყებულ გრანდ სლემზე, დღეს, ვაჟთა ტურნირზე პრიზიორთა ვინაობას ორ წონით კატეგორიაში შევიტყობთ, საქართველოს ნაკრების წევრებს – ლუხუმ ჩხვიმიანსა (60 კგ.) და ბაგრატ ნინიაშვილს (66 კგ.) კი ბრინჯაოს მედლების აღების შანსი აქვთ.

ჩხვიმიანმა საწყის რაუნდებში ტაჯიკ დალერ ქურბონჯონოვსა და ბრაზილიელ ფელიპე პელიმს, შესაბამისად, იპონითა და ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი, რუს ისლამ იაშუევთან 3 შიდო მიიღო. ლუხუმმა რეპეშაჟში კიდევ ერთ მასპინძელ სახავატ გაჯიევს 3 გაფრთხილება უკვე თავად “აჰკიდა” და ბრინჯაოს მედლისთვის ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას გაეჯიბრება.
ამავე წონაში თემურ ნოზაძემ ყირგიზ დოოლოტბეკ ტაალაიბეკ უულუს ვაზარი და იპონი კი აართვა, თუმცა, შემდეგ ვაზარით თავად დამარცხდა რუს ალბერტ ოგუზოვთან და ტურნირს გამოეთიშა.
66 კგ-ში ნინიაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორეში რუსი არამ გრიგორიანი იპონზე დასცა, მერე ფრანგ დანიელ ჟეანს ვაზარით სძლია, ნახევარფინალში კი, დიდი ბრძოლა გადაიტანა და რუს ისა ისაევთან დამატებით დროში მე-3 შიდო მიიღო. კვარცხლბეკზე ასასვლელად, ბაგრატი იაპონელ ტარო ფუჯისაკას შეერკინება.
ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 16:00 საათზე აიღებს.

0.128688