დასრულდა ჭადრაკში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება, რომელსაც ქუთაისი მასპინძლობდა. ასპარეზობა რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ტურნირი დიდებს შორის. 8 ქულით (7 მოგება, 2 ყაიმი) პირველი ადგილი საერთაშორისო ოსტატმა გიგა ყუფარაძემ დაიკავა. 7,5 ქულით მეორე ადგილზე ასევე საერთაშორისო ოსტატი დავით ბენიძე გავიდა; 6,5 ქულით მესამე ადგილი გურამ კოკაიას ერგო.