ფეხბურთი

15:20 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა ოთხივე წყვილი, რომლებსაც აპრილში ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის პლეი-ოფის მეორე სტადიაზე ვიხილავთ.

წილისყრის შედეგები ასეთია:

„აიაქსი“ (ჰოლანდია) – „იუვენტუსი“ (იტალია)

„ლივერპული“ (ინგლისი) – „პორტუ“ (პორტუგალია)

„ტოტენჰემი“ (ინგლისი) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

„ბარსელონა“ (ესპანეთი) – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი)

გარდა მეოთხედფინალური ეტაპისა, ასევე გაიმართა ნახევარფინალის წილისყრა:

მესამე წყვილის გამარჯვებული ("ტოტენჰემი"/"სიტი) - პირველი წყვილის გამარჯვებული ("აიაქსი"/"იუვენტუსი")

მეოთხე წყვილის გამარჯვებული ("ბარსელონა"/"მანჩესტერი") - მეორე წყვილის გამარჯვებული ("ლივერპული"/"პორტუ")

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 9/10, ხოლო საპასუხო შეხვედრები 16/17 აპრილს გაიმართება. აქვე ნახევარფინალებისა და ფინალის ჩატარების თარიღსაც შეგახსენებთ:

ნახევარფინალი, I მატჩი - 30 აპრილი/1 მაისი

ნახევარფინალი, II მატჩი - 7/8 მაისი

ფინალი, მადრიდი („ვანდა მეტროპოლიტანო“) – 1 ივნისი

0.145864