სხვა

12:39 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

14 ქართული გოლი მაკედონიაში

მაკედონიის ხელბურთის სუპერლიგაში ქართველების კლუბმა, სტრუგამ 24-23 დაამარცხა ტინექს პროლეტი, 6 გოლი გაიტანა გიორგი დიხამინჯიამ, 4-4 რევაზ ჭანტურიამ და ლექსო წითელიშვილმა.

ეს იყო რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურის მატჩი. სტრუგა სეზონის ბოლომდე იბრძოდა ოთხეულში მოსახვედრად, რის შემდეგაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებდა, და თუმცა, ვერ მოახერხა, ამ მოგებით ტინექსს სერიოზულად გაურთულა საქმე. დაძაბული თამაშის ბოლო გოლი, სირენამდე რამდენიმე წამით ადრე, შვიდმეტრიანიდან გაიტანა რევაზ ჭანტურიამ. ჭანტურია, დიხამინჯია და სტრუგას მეკარე სტოიანოვსკი ამ მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

ბოლო ტურის მატჩი სუპერლიგის დებიუტანტს, სტრუგას სკოპიე ბუტელთან აქვს, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ გუნდი რეგულარულ სეზონს მეექვსე ადგილზე დაასრულებს და პლეიაუტში ჩაებმება.

სტრუგა-ტინექს პროლეტი 24:23. სტრუგა: სტოიანოსკი, მეჩკაროსკი - დიხამინჯია 6, ჭანტურია 4, წითელიშვილი 4, ტრენჩევსი 3, ნიკოლიჩი 3, კუზმანოსკი 2, კოსტესკი 1, იანკულოსკი 1, მატოსკი, კრსტანოვსკი, ნაცევი, ტრაიკოვსკი, ნიკოლიჩი

მაკედონიის სუპერლიგა. 17/18 ტურის შემდეგ. 1. ეუროფარმ რაბოტნიკი 49 ქულა - 2. პელისტერი 38 – 3. ბუტელ სკოპიე 36 - 4. პროლეტი 34 –-- 5. ოჰრიდი 33 – 6. სტრუგა 28 – 7.რადოვიში 12 – 8. ვარდარ ჯუნიორი 12 - 9. პრილეპი 10 –– 10. ბორეცი 0

0.145875