18 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა მაქაცარია ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ მაქაცარიამ პირველ წრეში ესპანელ ანა ლანტიგუა დე ლა ნუეზთან 6:7 (5:7), 6:4, 6:1 იმარჯვა, მერვედფინალში კი მე-7 ნომრად განთესილ რუს დარია ლოდიკოვასთან 1:6, 2:6 წააგო.