ფეხბურთი

9:04 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ჰენდერსონის ტრავმის გარდა, ყველაფერი იდეალური იყო“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ (3:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა გუნდმა იდეალურად ითამაშა.

„მეორე ტაიმში უფრო მოწიფულად ვირჯებოდით. შესვენებამდე კი უფრო მეტად უნდა გვეთამაშა ფეხბურთი. როცა ასე ვიქცეოდით, მაშინვე ვშლიდით „ბაიერნის“ სტრუქტურას. თუმცა დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ამჯერად გასვლით მატჩში, დაცვის სხვაგვარი ტაქტიკა ავირჩიეთ. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის შეიძლება იყოს შეცდომები. მთავარია, თამაშში დარჩე და ვითარება გააკონტროლო.

ჩემს ფეხბურთელებს უყვართ ეს ტურნირი და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან. ჰენდერსონის დაკარგვა მტკივნეული იყო, თუმცა, ვიმედოვნებ, ტრავმა სერიოზული არ იქნება. დანარჩენი ყველაფერი იდეალური გახლდათ. შესანიშნავად ითამაშა შემტევმა ტრიომ. პირველ გოლს კი ალბათ ხუთასჯერ კიდევ ვნახავ. მანემ რაღაც ზებუნებრივი გააკეთა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.107993