ფეხბურთი

2:22 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრამდე

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის გათამაშებაში ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. ევროპის რვა საუკეთესო გუნდში ინგლისელთა დომინირებაა, რადგან პრემიერლიგა ხსენებულ ეტაპზე ოთხი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

მეოთხედფინალში ითამაშებენ:

„აიაქსი“ (ჰოლანდია), „იუვენტუსი“ (იტალია), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი), „პორტუ“ (პორტუგალია), "ტოტენჰემი" (ინგლისი), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „ლივერპული“ (ინგლისი)

წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში 15 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. საინტერესოა, რომ ამ დღესვე შედგება ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა (შეიქმნება ბადე, მაგალითად როგორც ჩოგბურთში, წინასწარვე იქნება ცნობილი, რომ A წყვილის გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე B წყვილის გამარჯვებულს შეხვდება) და გაირკვევა ფინალის ფორმალური მასპინძელი (ვინც წყვილში პირველი ეწერება).

ხსენებულ ეტაპზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია და ყველა გუნდი განუთესავია. ამრიგად, ნებისმიერი წყვილი შეიძლება მივიღოთ.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის კალენდარი ასეთია:

მეოთხედფინალი, I მატჩი - 9/10 აპრილი

მეოთხედფინალი, II მატჩი - 16/17 აპრილი

ნახევარფინალი, I მატჩი - 30 აპრილი/1მაისი

ნახევარფინალი, II მატჩი - 7/8 მაისი

ფინალი, მადრიდი („ვანდა მეტროპოლიტანო“) – 1 ივნისი

2.116937