ფეხბურთის უგვირგვინო მეფე დიეგო არმანდო მარადონა "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კომპლიმენტებს უძღვნის. არგენტინელი ლეგენდის განცხადებით, პორტუგალიელი უბრალოდ ცხოველია.
„რონალდუ ნამდვილი ცხოველია, ჯადოქარი. მან თქვა, რომ სამ გოლს გაიტანდა და ჰეთ-თრიქი შეასრულა“, - ციტირებს მარადონას სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოს“ კარი სამჯერ დალაშქრა და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.