ტურინის „იუვენტუსის“თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა უეფამ დასაჯოს. პორტუგალიელმა „ატლეტიკოს“ კარში გატანილი გოლით უხამსი ჟესტით აღნიშნა, ანალოგიურად, როგორც სამი კვირის წინ დიეგო სიმეონემ.
იტალიური მედიის ცნობით, ამის გამო შესაძლოა კრიშტიანუს უეფასგან სანქცია დაეკისროს, დიდი ალბათობით, ფულადი ჯარიმა. სიმეონეს ამ ჟესტის გამო სწორედ ფინანსური ვალდებულება დაეკისრა 20 ათასი ევროს ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „იუვენტუსმა“ „ატლეტიკო“ კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.