ძიუდო

14:57 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ეკატერინბურგის გრანდ სლემზე 13 ძიუდოისტით წარსდგება
პაუზის შემდეგ, ტატამზე ბექა ღვინიაშვილსაც ვიხილავთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები მონაწილეობას მიიღებენ ეკატერინბურგის გრანდ სლემში, რომელსაც რუსული ქალაქი 15-17 მარტს უმასპინძლებს.

წინასწარი მონაცემებით, შეჯიბრში 48 ქვეყნის წარმომადგენელი 403 ძიუდოისტი (233 კაცი+170 ქალი) ჩაებმება, საქართველოს კი 13 ვაჟი ძიუდოისტი ეყოლება.
ქართულ განაცხადში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ლიდერი ფიგურირებს, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ტატამზე ბექა ღვინიაშვილს (90 კგ.) დაბრუნებაა, რომელსაც გარკვეული პაუზა ჰქონდა აღებული.
15 მარტს, ვაჟთა ტურნირში მედლები 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 16-ში – 73-სა და 81-ში, ხოლო 17 მარტს – 90, 100 და +100 კგ-ში. სამივე დღეს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი – 18:00 საათზე.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ეკატერინბურგის გრანდ სლემზე
60 კგ.
ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

66 კგ.
ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ.
ლაშა შავდათუაშვილი, ვალერი იაშვილი

81 კგ.
ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე

90 კგ.
ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი

100 კგ.
ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი

+100 კგ.
გელა ზაალიშვილი

0.112735