ფეხბურთი

12:20 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „რონალდუ „იუვენტუსში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მივიდა“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „შალკესთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ (7:0), ჟურნალისტებს ტურნირის პერსპექტივებზე ესაუბრა.

„სიტი“ ოთხ ტურნირში გამარჯვების პრეტენდენტია? დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის. მე ორჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ შვიდჯერ წავაგე. მადრიდის „რეალი“ არ ვარ.

მადრიდელები გავარდნენ, მაგრამ შეხედეთ „იუვენტუსს.“ კრიშტუანუ რონალდუ იქ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მივიდა. გასულ წლებში მათ ორჯერ წააგეს ფინალი და ახლა პორტუგალიელი იყიდეს, რათა ბოლო-ბოლო გაიმარჯვონ.

ახლა მთავარი წნეხი რონალდუს მხრებზეა და მას სამი გოლი გააქვს „ატლეტიკოს“ კარში. აი, ასეთ გუნდებთან გვიწევს კონკურენცია.“ - განუცხადა გვარდიოლამ Goal-ს.

0.13397