დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა. ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ „ლიონს“ უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ყოველშემთხვევაში, სამი კვირის წინ საფრანგეთში დაფიქსირებულმა შედეგმა აჩვენა, რომ „ლიონს“ დღევანდელ მატჩში ნებისმიერი შედეგიანი ფრე (1:1 და უფრო ზემოთ) აწყობს და შემდეგ ეტაპზე გავა.
ერნესტო ვალვერდეს დღეს დანაკლისი არ აქვს და გუნდი საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს. მათ შორის, მოედანზე იქნება კაპიტანი ნაბილ ფეკირი, რომელმაც პირველი თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. „ბარსელონას“ კი, რაფინია, დემბელე და ვერმაელენი ვერ დაეხმარებიან.
ცნობისთვის, ევროთასების პლეი-ოფში უგოლო ფრე 209-ჯერ დაფიქსირებულა და 139-ჯერ (66.5%) შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად ჩაატარა, ხოლო 70-ჯერ (33.5%) შემდეგი ეტაპის საგზური პირველი თამაშის მასპინძელს დარჩა.
ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზადება განსხვავებულია. ყველა მწვრთნელი, ყველა გუნდი გრძნობს ამ ტურნირის მნიშვნელობასა და პრესტიჟს. რამდენიმე ძლიერი გუნდი უკვე გამოეთიშა გათამაშებას და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვიცით, რომ „ლიონი“ კარგი გუნდია. ძლიერი ფეხბურთელები, პერსპექტიულები, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი სამუშაო შევასრულოთ და ვიცით, რომ ჩვენს უკან ჩვენი მხარდამჭერები დგანან“.
ბრუნო ჟენეზიო („ლიონის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, თავისუფლად. ვიცით, რომ ეს რთული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ მაგრამ ასევე ვიცით, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან გამარჯვება. ჩვენი დონე უნდა ვაჩვენოთ. „აიაქსის“ შედეგმა ძალა მოგვცა, ბევრი რამ მესიზე იქნება დამკიდებული, თუმცა მზად ვართ“.
სავარაუდო შემადგენლობები:
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური; მესი, სუარესი, კოუტინიო
„ლიონი“ (4-2-3-1): ლოპეში; დუბუა, დენაიერი, მარსელო, მენდი; ტუსარტი, ნდომბელე; დეპაი, ფეკირი, ოუარი; დემბელე
მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
„ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში პირველად გავიდა. „ბარსელონა“ კი ამ ეტაპზე მხოლოდ ორჯერ დამარცხებულა და ფრანგულ გუნდებთან დაუმარცხებელია.
„ლიონი“ 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ პირველად თამაშობს მერვედფინალში, ხოლო ესპანური გრანდი 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ ზედიზედ მე-15-ედ თამაშობს აღნიშნულ ეტაპზე. წინა 14 მერვედფინალიდან კატალონელებს 14 მოგებული აქვთ, ხოლო ორჯერ დამარცხდნენ.
„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 მატჩიდან ერთადერთი წაგება აქვს და წელს დაუმარცხებელია, ისევე, როგორც „ლიონი“, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო. „ლომებმა“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს „სიტის“ შემდეგ. ჯგუფში ფრანგემა 1 თამაში მოიგეს და ხუთჯერ ფრეს დასჯერდნენ.
ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2008-2009 წლების სეზონში, მერვედფინალში შეხვდნენ და „ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში 6:3 მოიგო. ლიონში მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო ესპანეთში მასპინძლებმა 5:2 მოიგეს. ლიონელ მესიმ გოლი გაიტანა, ხოლო მოედანზე იყვნენ ჟერარ პიკე და სერხიო ბუსკეტსი.
მანამდე ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ წარსდგნენ. 2001-2002 და 2007-2008 წლებში. „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ ორივე მატჩი მშრალი ანგარიშით მოიგო, ხოლო საფრანგეთში ერთი თამაში მოიგო და ერთი ფრედ დასრულდა. მესიმ 2007 წელს გაიტანა, როგორც საშინაო (3:0), ისე საგარეო შეხვედრებში (2:2). ბოლო მატჩი კი, სამი კვირის წინ საფრანგეთში უგოლოდ დასრულდა.
სტატისტიკა
„ბარსელონა“
„ბარსელონა“ მერვედფინალში მე-15-ედ თამაშობს. წინა 14 დუელიდან 12 მოიგო და ორჯერ დამარცხდა. პირველი სამი პლეი-ოფიდან კატალონელებმა ორი წააგეს, თუმცა, 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც „ლივერპულთან“ წააგო, მიჯრით 11 მერვედფინალური დაპირისპირება აქვს მოგებული. შარშან „ჩელსი“ დაამარცხა (1:1, 3:0).
„ბარსა“ ბოლოს ფრანგულ გუნდს 2016-2017 წლების სეზონში ამავე ეტაპზე დაუპირისპირდა. პსჟ-სთან სტუმრად 0:4 წააგო, მაგრამ შინ 6:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ბარსელონა“ ზედიზედ 11 სეზონია მეოთხედფინალში თამაშობს, მაგრამ აღნიშნული ეტაპი მიჯრით სამი სეზონია ვერ გადალახა. შარშან „რომასთან“ წააგო (4:1, 0:3).
„ბარსელონამ“ ფრანგული გუნდების ბარიერი პლეი-ოფში ზედიზედ ოთხჯერ დაძლია, თუმცა იქამდე მიჯრით სამჯერ იყო დამარცხებული: 4 მოგება, 3 წაგება.
„ბარსელონა“ ფრანგული კლუბების წინააღმდეგ შინ ჩინებულად თამაშობს: 8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
„ბარსა“ უკვე 11 მატჩია პლეი-ოფის სტადიაზე „კამპ ნოუზე“ არ აგებს (9 მოგება, 2 ფრე). ბოლოს 2012-2013 წლების სეზონში „ბაიერნთან“ 0:3 წააგო.
ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე შინ პსვ ეინდჰოვენი (4:0) და „ინტერი“ (2:0) დაამარცხა, ხოლო „ტოტენჰემს“ დაუზავდა (1:1).
„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 18 თამაშიდან ერთადერთი აქვს წაგებული. შარშან „რომასთან“ 0:3 და ტურნირსაც გამოეთიშა (10 მოგება, 7 ფრე).
„ბარსელონა“ 2013 წლის სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია (26 მოგება, 3 ფრე). „ტოტენჰემთან“ ფრის შემდეგ „ბლაუგრანამ“ „ბაიერნის“ 29-მატჩია სერია გაიმეორა, რომელსაც მიუნხენელებმა 1998 წლის მარტიდან 2002 წლის აპრილამდე უწიეს.
„ბარსელონა“ ჩემპიონი ხუთჯერ გახდა და ბოლოს 2015 წელს.
„ბარსელონამ“ 25 შემთხვევიდან 20-ჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პლეი-ოფის პირველი თამაში სტუმრად ფრედ დაასრულა. ბოლოს ასეთი რამ შარშან მოხდა, „ჩელსისთან“ (1:1, 3:0).
„ბარსელონა“ პენალტების სერიაში: 5 მოგება, 1 წაგება
1988-1989 წლების სეზონი, თასების თასის მეორე ეტაპი: „ლეხი“ (5:4)
1985-1986 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ფინალი: „სტიაუა“ (0:2)
1985-1986 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი: „გიოტებორგი“ (5:4)
1978-1979 წლების სეზონი, თასების თასის მეორე ეტაპი: „ანდერლეხტი“ (4:1)
1977-1978 წლების სეზონი, უეფას თასის მესამე ეტაპი: „იფსვიჩ თაუნი“ (3:1)
1977-1978 წლების სეზონი, უეფას თასის მეორე ეტაპი: „ალკმაარი“ (5:4)
„ლიონი“
„ლიონისთვის“ ეს იქნება მეათე მერვედფინალური დუელი და პირველი ბოლო 7 წლის განმავლობაში. ფრანგებმა პირველი სამი დუელი მოიგეს, მაგრამ ბოლო 6-დან 5 წააგეს. ყველაზე ხმაურიანი გამოდგა 2011-2012 წლების სეზონში „აპოელთან“ პენლატების სერიაში მარცხი.
„ლიონმა“ ბოლო გამარჯვება მერვედფინალში 2009-2010 წლების სეზონში „რეალთან“ მოიპოვა ორი მატჩის ჯამში 2:1 (1:0 შინ და 1:1 სტუმრად).
ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფში „ლიონის“ ბალანსი თანაბარია: 3 მოგება, 3 წაგება. ბოლო დაპირისპირება შარშან შედგა ევროპა ლიგის პლეი-ოფში „ვილიარეალთან“ და ფრანგებმა მოიგეს (3:1 შინ, 1:0 სტუმრად).
„ლიონს“ მერვედფინალში ბოლო ხუთი საგარეო მატჩიდან ოთხი წაგებული აქვს. ბოლოს სტუმრად 2005-2006 წლების სეზონში პსვ ეინდჰოვენი 1:0 დაამარცხა და ეს იყო ზედიზედ მესამე გამარჯვება. მთლიანობაში გასვლაზე ამ ეტაპზე ასეთი ბალანსით თამაშობს: 3 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება.
„ლომებმა“ პირველივე ტურში სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო ამის შემდეგ მიჯრით 6-ჯერ ფრე ითამაშეს.
„შახტართან“ მატჩამდე „ლიონი“ ზედიზედ ექვსი თამაში ახერხებდა ორი ან მეტი გოლის გატანას.
„ლიონმა“ ევროთასებზე ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო სტუმრად (4 მოგება, 3 ფრე). უკანასკნელი 5 თამაშიდან კი საერთოდ არ დამარცხებულა (2 მოგება, 3 ფრე).
„ლიონი“ 2010 წელს ნახევარფინალში გავიდა და ეს საუკეთესო შედეგია მისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე კი მე-15-ედ თამაშობს და ეს ფრანგულ გუნდებში საუკეთესო შედეგია.
„ლიონი“ რვა შემთხვევიდან რვაჯერვე გამოეთიშა ასპარეზობას, როდესაც პირველი თამაში შინ ფრედ დაასრულა. ბოლოს ასეთი 2010-2011 წლების სეზონში „რეალთან“ მოხდა (1:1, 0:3), ხოლო მანამდე 2005-2006 წლების სეზონში „მილანთან“ (0:0. 1:3).
„ლიონი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 ფრე
2016-2017 წლების სეზონი, ევროპა ლიგის მეოთხედფინალი: „ბეშიქთაში“ (7:6)
2011-2012 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი: „აპოელი“ (3:4)
2004-2005 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი: პსვ ეინდჰოვენი (2:4)
გზაჯვარედინი
სამუელ უმტიტი 2016 წელს „ბარსელონაში“ „ლიონიდან“ გადავიდა. ფრანგულ გუნდში მან 131 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა 2012-2016 წლებში.
მალკომს „ბორდოს“ მაისურით „ლიონის“ კარში 4 გოლი აქვს გატანილი 4 შეხვედრაში. აქედან ორჯერ ლიონში.
ფეკირი, უმტიტი და დემბელე 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
საფრანგეთში უთამაშიათ:
კლემენ ლენგლე („ნანსი“ 2010-2017)
უსმან დემბელე („რენი“ 2014-2016)
მალკომი („ბორდო“ 2016-2018)
სამუელ უმტიტი („ლიონი“ 2012-2016)
ესპანეთში უთამაშიათ:
პაპე დიოპი („სელტა“ 2014-2017)
ერთად უთამაშიათ:
კენი ტეტე და იასპერ სილესენი („აიაქსი“, 2013-2016)
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:
ფერლან მენდი, ტანგუი ნდომბელე, ნაბილ ფეკირი და უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი (საფრანგეთი)
ჯეისონ დენაიერი და ტომას ვერმაელენი (ბელგია)
მემფის დეპაი, კენი ტეტე და იასპერ სილესენი (ჰოლანდია)
ანტონი ლოპეში და ნელსონ სემედუ (პორტუგალია)
ბოლო პერიოდი
„ბარსელონა“
ფილიპე კოუტინიოსთვის „ლიონთან“ მატჩი ევროთასებზე 50-ე გამოდგა.
„ბარსელონა“ ყველა ტურნირის ჩათვლით 11 თამაშია დაუმარცხებელია. „ლიონთან“ ფრის შემდეგ კი ოთხივე თამაში მოიგო, ბოლოს შაბათს „რაიო ვალეკანო“ 3:1 დაამარცხა.
„ბარსელონა“ სამეფო თასის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში „რეალი“ დაამარცხა.
2 მარტს კი ივან რაკიტიჩის გოლით „ელ კლასიკო“ უკვე ლა ლიგის ეგიდით მოიგო. ხორვატმა ესპანეთის ჩემპიონატში 20 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.
„ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ 12 მატჩია დაუმარცხებელია (9 მოგება, 3 ფრე). ბოლოს 11 ნოემბერს, „ბეტისთან“ 3:4 წააგო. ესაა ერთადერთი წაგება ამ სეზონში შინ (15 მოგება, 5 ფრე).
ვალვერდეს გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა და ხსენებულ მონაკვეთში სულ 3 გოლი გაუშვა.
ლიონელ მესი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 26 გოლით. ბოლო 17 თამაშში კი 17 გოლი გაიტანა ყველა ტურნირის ჩათვლით.
13 იანვარს, მესიმ ლა ლიგაში მე-400 გოლი გაიტანა „ეიბართან“ (3:0) მოგებულ შეხვედრაში. ახლა მის აქტივში 409 გოლია.
ლუის სუარესლა ბოლო ოთხ თამაშში ოთხჯერ გაიტანა.
ჟან-კლერ ტოდიბო „ბლაუგრანამ“ „ტულუზადან“ იანვარში დაიმატა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არაა. ფრენკი დე იონგი და ემერსონი კი გუნდს ზაფხულიდან შეუერთდებიან.
არტურს 6 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო იასპერ სილესენს 30 იანვრის მერე.
რაფნიამ 24 ნოემბერს ტრავმა მიიღო და 6 თვე გაუცდება.
იმავე დღეს სამუელ უმტიტი 26 სექტემბრის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ ისევ დაშავდა და მას მერე არ უთამაშია.
ერნესტო ვალვერდემ 15 თებერვალს კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.
„ლიონი“
„ლიონი“ შაბათს „სტრასბურს“ დაუზავდა (2:2), ხოლო იქამდე „მონაკოსთან“ 1:2 წააგო.
10 თებერვალს, „ნიცასთან“ (0:1) წაგებით დასრულდა 13-მატჩიანი წაუგებელი სერია (8 მოგება, 5 ფრე).
„ლიონმა“ 27 თებერვალს ლიგის თასის მეოთხედფინალში „კაენი“ 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში 2 აპრილს, „რენს“ დაუპირისპირდება.
მუსა დემბელემ ბოლო 13 თამაშში 9 გოლი გაიტანა.
„ლიონმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 30 მატჩიდან მხოლოდ 4 წააგო (15 მოგება, 11 ფრე). მათ შორის, ერთ-ერთია 7 ოქტომბერს, პარიზში განცდილი მძიმე მარცხი პსჟ-სთან 0:5. „ლომებისთვის“ ეს იყო ყველა დიდი ანგარიშით წაგება 2000 წლის 15 თებერვლის შემდეგ, როდესაც „ნანტთან“ 1:6 განადგურდნენ.
„ტულუზასთან“ 5:1 გამარჰვება მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება იყო.
მარსელომ „სტრაბსურთან“ წუთი ითამაშა ტრავმის გამო.
იასინ ფეკირმა, რომელიც ნაბილ ფეკირის ძმაა, პირველ გუნდში „ტულუზასთან“ პირველად ითამაშა.