ჩოგბურთი

16:16 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ჩინურ შენჟენში მიმდინარე 60-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მე-12 ნომრად განთესილმა შაფათავამ კვალიფიკაციის საწყის შეხვედრაში ჩინელი ქსინიუ ჟიანგი 6:0, 7:6 (7:2) დაამარცხა, გადამწყვეტ წრეში კი მე-3 რეიტინგის მქონე იაპონელ ჩიჰირო მურამაცუსთან 5:7, 4:6 წააგო.
ბრაზილიაში იმყოფება საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე, რომელიც სან პაულუს 25-ათასიან ტურნირში პირველი განთესვით ჩაებმება.
საწყის რაუნდში გორგოძის მეტოქე უნგრელი ანა ბონდარი იქნება. წყვილებში გორგოძე და ჩილელი დანიელა იმავე ბონდარსა და რუმინელ როსკას გაეჯიბრებიან.

0.121909