კალათბურთი

15:10 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ტურის MVP-ს ტიტულის მფლობელი გახდა
ქართველი ტალანტის ჩინებულ თამაშს NBA-ს 19-მა სკაუტმა უყურა

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც “ბუდუჩნოსტის” ლიდერმა მისი ყოფილი გუნდის – “მეგა ბემაქსის” წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა და არა მხოლოდ მატჩის, არამედ სრულიად ტურის საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (31) დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:10 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა 12-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ “მეგა ბემაქსისა” და “ბუდუჩნოსტის” მატჩს ბითაძეზე დასაკვირვებლად ნბა-ს ერთბაშად 19 სკაუტი დაესწრო. ამიტომაც იყო, ქართველი ტალანტი განსაკუთრებით მოტივირებული რომ იყო და თავისი შესაძლებლობები თითქმის სრულად წარმოაჩინა.

0.117786