ფეხბურთი

10:23 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერი „მანჩესტერთან“ ხანგრძლივ კონტრაქტს სანაკრებო პაუზისას გააფორმებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ოლე გუნარ სოლსკიაერთან ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმებას მარტის ბოლოს, სანაკრებო პაუზისას გეგმავს - გვამცნობს Mirror.

გამოცემა გვიამბობს, რომ კლუბში აღარ სურთ ვითარების გაჭიანურება. შეგახსენებთ, ნორვეგიელი სპეციალისტი დეკემბერში, სეზონის დასასრულამდე მიიწვიეს გუნდში, ჟოზე მოურინიუს გათავისუფლების შემდეგ. თუმცა, სოლსკიაერის ხელში „ეშმაკუნები“ ისე ათამაშდნენ, ქომაგებს ლეგენდარული 90-იანი წლების „მანჩესტერი“ გაახსენდათ. ამისდაკვალად, სხვა სპეციალისტის ძებნა უკვე ზედმეტია.

სოლსკიაერის ხელფასი „მანჩესტერში“ წელიწადში 8,7 მილიონი ევროა, რაც ორჯერ ნაკლებია მოურინიუსაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1138