მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ჯამაგირი, წელიწადში 16 მილიონი ევრო იქნება, წერს საკუთარ „ტვიტერში“ La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ნიკოლო შირა.
ფრანგმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ამ პოსტზე ზიდანმა გასულ ორშაბათს სანტიაგო სოლარი შეცვალა, რომელიც ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
46 წლის ზიდანი უკვე წვრთნიდა „რეალს“ 2016-18 წლებში. დროის ამ მონაკვეთში მადრიდელებმა სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, ორ-ორჯერ უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, თითოჯერ ესპანეთის პირველობა და ქვეყნის სუპერთასი.