საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური ორი მატჩით დასრულდა და ორივეში ერთნაირი შედეგი დაფიქსირდა - ფრე.
„ვიტ ჯორჯიამ“ საჩეხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და წაუგებელი სვლა გააგრძელა. „ვეტერინარები“ პაატა ღუდუშაურის სწრაფი გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე დავით მაისაშვილმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, სამი ტურის თავზე „ვიტ ჯორჯია“ დაუმარცხებელია და სამეულთან ერთ ნაბიჯშია, ხოლო „ჩიხურა“ ჯერაც მოუგებლად ასპარეზობს და ბოლოსწინა, მე-9 პოზიციას ამაგრებს.
ტური კი გორში დასრულდა, სადაც „დილამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და გოლი არ გასულა. გორელებმა მიმდინარე სეზონში წარუმატებელი სტარტი აიღეს და ჯერჯერობით ოდენ 2 ქულით იწონებენ თავს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური 15-17 მარტს გაიმართება.
„დილა“ – „სიონი“ 0:0 (0:0)
„ვიტ ჯორჯია“ – „ჩიხურა“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ღუდუშაური (4), 1:1 მაისაშვილი (47)