ფეხბურთი

22:45 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სიტი" ჩემპიონთა ლიგის თინეიჯერია"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თინეიჯერია. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განსაკუთრებულია და „სიტიმ“ წარსულში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

„ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა შესანიშნავი წარმატება იქნება. ჩემპიონთა ლიგის გამო ზეწოლას არ ვგრძნობ, ერთადერთი წნეხი სამუშაოს კარგად შესრულებაა, ხოლო მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში წარსულში დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. ჩემპიონთა ლიგის მატჩები სხვა თამაშებს არ გავს, განსაკუთრებული მატჩია, „შალკემ“ პირველ შეხვედრაში სამჯერ დაარტყა, მაგრამ ორი გოლი გაიტანა. შეიძლებოდა პერსპექტივაში 1:3 ან 1:4 დამარცხებულიყო.

ჩვენ ამ ტურნირის თინეიჯერები ვართ და უნდა ვიოცნებოთ მაქსიმალური შედეგისთვის. ამავე დროს, სხვა გუნდებსაც იგივე მიზანი აქვთ დასახული“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „სიტისა“ და „შალკეს“ შეხვედრა 12 მარტს გაიმართება, ხოლო პირველი თამაში გერმანიაში ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა (3:2).

0.121836