საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მე-3 გამარჯვება იზეიმა. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის მე-6 ტურში ქართველ მოჭადრაკეთა მეტოქე აუტსაიდერი ეგვიპტე იყო, ამდენად, შედეგი (3.5:0.5) გასაკვირი არ ყოფილა.
სუსტ მეტოქეებთან პარტიები ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ მოიგეს, მერი არაბიძემ კი ყაიმი დააფიქსირა. შედეგად, საქართველოს ნაკრები 8 ქულით მე-4 ადგილს ინარჩუნებს, ლიდერი ჩინეთია 12 ქულით, მას კი კვალში რუსეთი (10) და უკრაინა (9) უდგანან.
მსოფლიო პირველობის მე-7 ტურში, რომელიც 12 მარტს შედგება, ცენტრალური უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, ჩინეთი ეგვიპტეს ეთამაშება, საქართველოს მეტოქე კი მასპინძელი ყაზახეთი იქნება.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 5-14 მარტი. ასტანა (ყაზახეთი)
ქალები
მეექვე ტური
ეგვიპტე – საქართველო 0.5:3.5
შაჰენდა ვაფა (2175) – ბელა ხოტენაშვილი (2474) 0:1
მერი არაბიძე (2392) – აია მოაატაზი (2036) 0.5:0.5
ემან ელანსარი (1944) – ნინო ბაციაშვილი (2454) 0:1
სალომე მელია (2385) – ტასნეემ ეჰაბი (1841) 1:0
ყაზახეთი – უნგრეთი 2.5:1.5
სომხეთი – უკრაინა 1.5:2.5
რუსეთი – აშშ 2.5:1.5
ინდოეთი – ჩინეთი 1.5:2.5
სატურნირო მდგომარეობა
12 – ჩინეთი; 10 – რუსეთი; 9 – უკრაინა; 8 – საქართველო; 6 – ინდოეთი, ყაზახეთი; 5 – აშშ; 2 – სომხეთი, უნგრეთი; 0 – ეგვიპტე;
მეშვიდე ტური
საქართველო – ყაზახეთი
ჩინეთი – ეგვიპტე
აშშ – ინდოეთი
უკრაინა – რუსეთი
უნგრეთი – სომხეთი
ვაჟები
მეექვსე ტური
შვედეთი – აშშ 0.5:3.5
რუსეთი – აზერბაიჯანი 2:2
ინდოეთი – ყაზახეთი 3.5:0.5
ირანი – ინგლისი 1:3
ეგვიპტე – ჩინეთი 2:2
სატურნირო მდგომარეობა
10 – რუსეთი; 9 – ინდოეთი, ინგლისი; 8 – აშშ; 6 – ჩინეთი; 5 – ირანი; 4 – აზერბაიჯანი, ყაზახეთი, შვედეთი; 1 – ევიპტე;
მეშვიდე ტური
ჩინეთი – შვედეთი
ინგლისი – ეგვიპტე
ყაზახეთი – ირანი
აზერბაიჯანი – ინდოეთი
აშშ – რუსეთი