სანტიაგო სოლარიმ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. Marca-ს ცნობით, არგენტინელი ვალდებედასის სპორტულ ცენტრში ყველას დაემშვიდობა და მადრიდი დატოვა.
ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ უახლოეს ხანებში ესეც მოხდება.
და ვინ იქნება სოლარის შემცვლელი? - ზინედინ ზიდანი! ესპანური მედია დარწმუნებით წერს, რომ ადგილობრივი დროით 18 საათზე ფლორენტინო პერესი ფრანგი სპეციალისტის „სამეფო კლუბში“ დაბრუნებას პრესკონფერენციაზე პირდაპირ ეთერში ოფიციალურად დაადასტურებს.