ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე) ასამბლეაზე საერთაშორისო წოდებები მიენიჭათ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს.
ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება - ნინო ხომერიკს; ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატობა - ნიკოლოზ პეტრიაშვილს; საერთაშორისო არბიტრობა - ლალი ბიბილაშვილს.