კალათბურთი

17:57 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის 10 ქულა და 6 მოხსნა იტალიაში

გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიამ” იტალიის სერია A2-ის აღმოსავლეთ დივიზიონში მორიგი მატჩი ჩაატარა და “პიაჩენცასთან” 77:80 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიგამ 5-ვე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
კალიარელებს 7 მოგება და 17 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე რჩებიან, თუმცა, ბოლო – მე-16 პოზიციაზე მყოფ “ბალტურ ჩენტოს” მხოლოდ 1 გამარჯვებით უსწრებენ.
ჯანელიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, სტუმრად, “უდინესთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114554