საერთაშორისო დიდოსტატ მაკა ფურცელაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ტრადიციული საკვირაო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 11-დან 9.5 ქულა დააგროვა ერთი ქულით გაასწრო ფიდე-ს ოსტატ ნიკოლოზ ჩხაიძეს. მესამე ადგილზე 7,5 ქულით დიმიტრი კვარაცხელია გავიდა.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნინო ხომერიკმა აჩვენა, 1880-მდე სარეიტინგო კატეგორიაში - ლაშა ჭანტურიამ, ხოლო 1500-მდე - ზუკა გამრეკელაშვილმა.