კალათბურთი

11:16 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფინიქსმა“ „გოლდენ სტეიტს“ მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

სენსაცია დაფიქსირდა ოკლენდში, სადაც დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი „გოლდენ სტეიტი“ ამავე კონფერენციის ბოლო პოზიციაზე მყოფ „ფინიქს სანსთან“ 111:115 დამარცხდა. მატჩი თითქოს ლოგიკურად დაიწყო და პირველი პერიოდი „მეომრებმა“ 29:16 მოიგეს. მაგრამ მეორე მეოთხედში ფინიქსელებმა 40:28 იმარჯვეს. შეხვედრაში გადამწყვეტი კი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა უკეთ ჩაატარეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. „გოლდენ სტეიტში“ 28 ქულით ტომპსონი გამოირჩა, დურანტს 25 ქულა ჰქონდა, კარის - 18, კაზინსს - 13.

„სან ანტონიომ“ საკუთარ დარბაზში „მილოუკს“ 121:114 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 33:23 მოიგეს, რის შემდეგაც მილოუკელები მდევრის როლში იყვნენ. ლამარკუს ოლდრიჯმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 29 ქულა, 15 მოხსნა. იანისს ადეტოკუმპოს 27 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა.

ტეხასურ დერბში „დალასი“ შინ „ჰიუსტონთან“ 93:94 დამარცხდა. ბოლო წამზე „მავერიკსს“ თამაშის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ კრის პოლმა მეტოქეს დააფარა. ლუკა დონჩიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 19 ქულა, 15 მოხანა. გორდონს 26 ქულა ჰქონდა და ჰარდენს - 20.

„ატლანტა“ – „ნიუ ორლეანი“ 128:116 (26:33, 39:33, 29:20, 34:30)

https://www.youtube.com/watch?v=_tqoKSYr6kY

„მემფისი“ – „ორლანდო“ 105:97 (26:17, 23:31, 26:24, 30:25)

https://www.youtube.com/watch?v=vHXhmIYUpJk

„დალასი“ – „ჰიუსტონი“ 93:94 (26:25, 28:3, 18:23, 21:13)

https://www.youtube.com/watch?v=bf2bgwpflMY

„მინესოტა“ – „ნიუ იორკი“ 103:92 (23:22, 32:23, 25:20, 23:27)

https://www.youtube.com/watch?v=uvw0KPpO1hk

„სან ანტონიო“ – „მილოუკი“ 121:114 (25:32, 29:28, 33:23, 34:31)

https://www.youtube.com/watch?v=KExACvZFJMU

„გოლდენ სტეიტი“ – „ფინიქსი“ 111:115 (29:16, 28:40, 23:23, 31:36)

https://www.youtube.com/watch?v=jNttVcOE_UY

0.121779