ძიუდო

22:50 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი შვეიცარიაში

ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა შვეიცარიულ უსტერში გამართული ევროპის თასი. საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს და გუნდური პირველობა არავის დაუთმეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ.), ლაშა ბექაურმა (90 კგ.), გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ.) და ამირან წიქორიძემ (+100 კგ.) მოახერხეს.
ბექაურმა და ბერიაშვილმა ფინალში, თანამემამულეებს, შესაბამისად, იმედა გოგოლაძესა და გიორგი ჩიქოვანს მოუგეს, ბრინჯაოს მედალი კი გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ.) აიღო.

0.129108