სხვა

22:24 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

თევზაძის გუნდმა ნახევარფინალი წააგო  

საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი ფოჩანი რუმინეთის თასის ნახევარფინალში 18-25 დამარცხდა ტიმიშოარასთან.

ფინალურიოთხეულის ტურნირი ქალაქ ფოჩანიში იყო, რაც მასპინძლებს შანსს აძლევდა, მაგრამ ტიმიშოარასთან გუნდმა ვერ გამოიყენა 5 შვიდმეტრიანი და წააგო. მეორე ნახევარფინალში სტიაუამ 26-25 მოუგო ქვეყნის ჩემპიონ ბუქარესტის დინამოს. ფინალში ტიმიშოარამ 31-27 მოუგო სტიაუას, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი ფოჩანიმ 30-32 დათმო დინამოსთან.

რაც შეეხება რუმინეთის ჩემპიონატს, ბოლო ტურში თევზაძის კლუბმა 29-24 მოუგო ბუზაუს, პლეიოფში გამსვლელ, მერვე ადგილზეა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 7 ქულით უსწრებს ერთადერთ მდევარ ბაია მარეს.

პირველ ადგილზე კი დამაჯერებლად მიდის ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა, ვინც 21-ტურში 30-24 დაამარცხა ფეგერაში და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს. თუ რეგულარული სეზონი ასე დასრულდა, მაშინ პლეიოფის პირველ წრეში, მეოთხედფინალში, ჩიქოვანისა და თევზაძის გუნდები ერთმანეთს შეხვდებინ. ბრძოლა 2 მოგებამდე იქნება და რეგულარულში უკეთესი შედეგის მქონე კლუბს მესამე მატჩში საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება

რუმინეთის ეროვნული ლიგა. 21/26 ტურის შემდეგ. 1. კონსტანცა 51 ქულა - 2. CSM ბუკურეშტი 47 - 3. პოტაისა ტურდა 46 - 3. - 4. დინამო ბუკურეშტი 42 - 5. კელერაში 42 – 6. სტიაუა 41 - 6. ტიმიშოარა 37 - 8. ფოჩანი 34 --- 9. ბაია მარე 27 – 10. ბუზაუ 18 - 11. ფეგერაში 17 –- 13. სუჩავა 14 - 13. ბაკეუ 12 – 14. კლუჟი 0

0.120999