სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

0:10 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა მე-15 ადგილი გუნდურ შეჯიბრში

იტალიის ქალაქ პადუაში მიმდინარე მსოფლიო თასზე TROPHÉE LUXARDO ხმლით ფარიკაობაში გუნდური შეჯიბრი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებს მე-15 ადგილი ერგო.

მეთექვსმეტედფინალში საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) ბელორუსის ნაკრები 45:38 დაამარცხა, საუკეთესო რვა გუნდს შორის მოსახვედრად კი, დაძაბულ ბრძოლაში, აშშ-სთან 44:45 წააგო.

ჩვენმა გუნდი ბრძოლა მე-9-16 ადგილებისთვის განაგრძო და საწყის შეხვედრაში დიდ ბრიტანეთთან 40:45 დამარცხდა, შემდეგ რუსეთმაც გვაჯობა (45:36), ბოლო შეხვედრაში კი ქართველმა მოფარიკავეებმა კანადას 45:32 სძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.126124