ფეხბურთი

11:15 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: „ახლა „ბაიერნი“ იქ არის, სადაც უნდა იყოს“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, „ვოლფსბურგთან“ გამარჯვების შემდეგ (6:0), განაცხადა, რომ მისი გუნდი იმ ადგილზეა, რომელსაც იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ ბავარიულმა კლუბმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ერთად 57 ქულა მოაგროვა, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ბუნდესლიგის ცხრილში პირველ ადგილზეა.

„დღეს მართლაც შესანიშნავი საღამო გვქონდა. ვიმსახურებდით ასეთი ანგარიშით გამარჯვებას. ახლა პირველ ადგილზე ვართ და გვინდა აქვე დავრჩეთ.“ - ციტირებს ხორვატი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

0.132906