კალათბურთი

2:30 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი: 12 ქულა და 18 მოხსნა ჩემპიონთან

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მისმა "სეთონ ჰოლმა" კი მოქმედ ჩემპიონ "ვილანოვას" 79:75 სძლია და რეგულარული სეზონი ხმაურიანად დაასრულა.

სანდრო ტრადიცულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 38 წუთში 12 ქულა, 18 მოხსნა (10 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ვთქვათ ისიც, რომ მოხსნებში ორივე ხსენებული მაჩვენებელი ჩვენებურისთვის სარეკორდოა.

"სეთონ ჰოლმა" ბიგ ისთის კონფერენციის რეგულარული პირველობა 9-9 მოგება-წაგებით დაასრულა და მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო, ახლა კი, მზადებას საპლეიოფო თამაშებისთვის დაიწყებს.

0.122158