სხვა

2:00 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური შეჯიბრის დროა...

გუშინ იტალიის ქალაქ პადუაში მიმდინარე მსოფლიო თასზე TROPHÉE LUXARDO ხმლით ფარიკაობაში ჩემპიონი და პრიზიორები გამოვლინდნენ.

T64-ში სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰთან 8-15 დამარცხდა. მიხეილ მარდალეიშვილმა კი ვაჟა რეჭიას 15:6 მოუგო. T32-ში მარდალეიშვილმა მასპინძელი ენრიკო ბერე 15:13 დაამარცხა, რვა საუკეთესოს შორის შესასვლელი ბრძოლა გერმანელ კი მაქს ჰარტუნგთან 9:15 დათმო.
დღეს, ხმლით ფარიკაობაში გუნდური შეჯიბრი გაიმართება. პირველ შეხვედრაში, მეთექვსმეტედფინალში, საქართველოს ნაკრები ბელარუსს შეხვდება.

უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე გრან პრიზე WESTEND Grand Prix დაშნით ფარიკაობაში, ქალთა შორის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრმა მაია გუჩმაზოვამ პირველივე შეხვედრაში პოლონელ კამილა პიტკასთან 5:15 წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.114808