ფეხბურთი

23:40 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის დუბლი პოლონეთის ჩემპიონატში

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა ვატო არველაძემ პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში დუბლი შეასრულა. ქართველი ლეგიონერის გუნდმა კელცეს "კორონამ" კრაკოვის "ვისლას" უმასპინძლა და 2:6 დამარცხდა.

არველაძემ მასპინძლები ჯერ 15-ე წუთზე (1:0), შემდეგ კი 29-ე წუთზე დააწინაურა (2:1), თუმცა სტუმრებმა პირველ ტაიმში მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ 6:2 მოიგეს. "კორინა" 36 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება, ხოლო ვისლა 35 ქულით - მეცხრეზე.

მიმდინარე სეზონში არველაძემ მე-12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. "კორონას" ღირსებას ვატო გასული წლის ზაფხულიდან იცავს.

0.140564