„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი გუნდი სხვა გრანდებისგან განსხვავებულია.
„ბოლო 10 წელიწადში ევროპაში ერთი გუნდია, ვინც ყველაზე მეტად გაიზარდა - ეს „მანჩესტერ სიტია.“ მაგრამ, ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით „ბარსელონას,“ „რეალსა“ და „ბაიერნს.“ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ისტორია და მემკვიდრეობა, როგორიც მათ. თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სულ უფრო უკეთესი გავხდეთ.
ვფიქრობ, პატარა, მაგრამ სწორი ნაბიჯებით ვვითარდებით. ასეთი გუნდების დასაწევად მნიშვნელოვანი იქნება კარგად გავიაზროთ, რით განვსხვავდებით მათგან.“ - უთხრა გვარდიოლამ Goal.com-ს.
სხვათა შორის, ორიოდ დღის წინათ, გვარდიოლა პრემიერლიგის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.