კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის პირველ მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" სტუმრად რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედო" 2:0 დაამარცხა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდიდან გოლები თეიმურაზ შონიამ (75წ) და ლუკა კიკაბიძემ (90+4) გაიტანეს.
"ლოკომოტივს" სამ მატჩში ექვსი ქულა დაუგროვდა და ამ კომპონენტში "ტორპედოს" გაუთანაბრდა. მომდევნო მატჩს ქუთაისელები სტუმრად მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოსთან" 15 მარტს გამართავენ, ხოლო "ლოკომოტივი" 17 მარტს თბილისის "დინამოს" შეხვდება.