ახალგაზრდა ქართველმა ფიგურულად მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა.
18 წლის მაისურაძემ, რომელსაც რუსი სვეტლანა სოკოლოვსკაია ავარჯიშებს, მოკლე პროგრამაში 76.46 ქულა მოაგროვა და მე-11 იყო, ფინალში კი უფრო უკეთესი გახლდათ.
ირაკლიმ თავისუფალი პროგრამისთვის 141.32 ქულა (72.82 ტექნიკური ელემენტებისთვის+69.50 პროგრამული კომპონენტებისთვის) და მე-7 ადგილი დაიმსახურა და ჯამური 217.78 ქულითაც მე-7 საფეხური ერგო.
საინტერესოა, რომ ქართველმა სპორტსმენმა საკმაოდ რთული 7 ნახტომითი ელემენტი შესრულა, რომელთა შორის ოთხმაგი ტულუპიც იყო. ამასთან, ჩვენებურმა უკან აშშ-ს 2017 და 2018 წლების იუნიორთა ჩემპიონები ალექსეი კრასნოჟონი და ქემდენ პულკინენი და რუსეთის იუნიორთა 2019 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი პიოტრ გუმენიკი ჩამოიტოვა.
ვთქვათ ისიც, რომ ამ წარმატების წყალობით, მაისურაძემ იუნიორთა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს 2 საგზური მოუტანა.